ბადრი ჯაფარიძე - ველოდები, რომ მეტად გამოიკვეთება ხალხის სურვილი, აღარ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“, შეაჩეროს ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უნიკალური ფანჯარა იყოს გამოყენებული

2023 წელში მძიმე მემკვიდრეობით შევდივართ, რომელიც დაგვიგროვდა წინა წლებში და 2022 წელს დაემატა კიდევ ბევრი პრობლემა, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ელოდება, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ქართველი ხალხის სურვილი, აღარ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“, შეაჩეროს ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„მე მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუსურვო ბედნიერების, სიხარულის, წარმატების, წელიწადი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იქნება რთული წელი იმიტომ, რომ გრძელდება ომი, რომელიც ჩვენი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად უკრაინელი ხალხის გამარჯვებით.

მე ველოდები, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ქართველი ხალხის სურვილი, აღარ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“, შეაჩეროს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს ზეწოლა გაიზრდება ჩვენი ხალხის მხრიდან ხელისუფლებაზე, რომ ეს უნიკალური ფანჯარა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ ევროკავშირის მხრიდან არის ძალიან დაბალი.

„ამ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მან შეიძლება ხელმოწერილ შეთანხმებაზე უარი თქვას, ხელმოწერილი შეთანხმებები ფეხქვეშ გათელოს. ასეთ ხელისუფლებას არ ენდობიან, რომელიც თუნდაც ერთხელ ასე გამოიჩენს თავს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში, როცა თავისივე ხელმოწერილი შეთანხმება ფეხქვეშ გათელა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა თავი 2022 წელს აგრესიული თავდასხმებით ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, მათ საელჩოებზე, მათ ელჩებზე. გამორჩეული წელი იყო თავდასხმების ოდენობით და აგრესიულობის განზომილებით“.

ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, თუ რას ამბობენ ექსპერტები და ასევე, ყველასთვის მთავარი არის ის თუ რა პროგნოზს აკეთებენ მედიკოსები.

„მიუღებელია პატიმრის დაცინვა, მისი დამცირება. ეს ეწინააღმდეგება ელემენტარულ ჰუმანურობის პრინციპს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა კითხვა, სიბრაზე არსებობდეს მოსახლეობაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს, პატიმრის დაცინვა და უფლებების შელახვა არის დაუშვებელი. ვინც არ უნდა იყოს პატიმარი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლის გადარჩენაზე და ამ ტიპის გადაწყვეტილება უნდა იყოს სრულიად დაცლილი პოლიტიკისგან, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ მედიკოსების და ექსპერტების დასკვნას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო