მიხეილ სააკაშვილმა მარკ ფეიგინსა და ალექსეი არესტოვიჩს წერილი მისწერა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩს წერილი მისწერა. ინფორმაციას ამის შესახებ მარკ ფეიგინი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

კერძოდ, სააკაშვილი თავისი წერილით ფეიგინისა და არესტოვიჩის ინიციატივას ეხმაურება, რომელთაც 2023 წლის 4 იანვრისთვის საქართველოს საელჩოებთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გლობალური აქციები დააანონსეს.

„უდიდესი მადლობა სოლიდარობისთვისა და ადამიანურობისთვის და 4 იანვარს დაანონსებული აქციისთვის.

გ. მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია - პენიტენციური სისტემა ტანჯვებით მკლავს პატიმრობაში. ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი აქტიურობის შემდეგ მოწევა ამიკრძალეს და ჩემთან ჩემი ბავშვების დაშვება შეწყვიტეს. სასამართლო 10 დღით გადაიტანეს.

ჩემმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელების წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა. ნავალნის მოკვლა თუ ეგრევე უნდოდათ, მე მომცეს ნარევი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში კლავს და სიმპტომებით სხვა რამეზე შეიძლება დაბრალება”, - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომლის ფოტოც ფეიგინმა გამოაქვეყნა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა