საქართველოს პროკურატურამ ქართველ და უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

„გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ბავშვებს და მათ მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათ ასევე საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

სტუმრებმა საახალწლო მიღებისთვის პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას 40- მდე ქართველი და უკრაინელი ბავშვი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო