ჟურნალ „იუსტიციის" მესამე ნომრისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ „იუსტიციის" მესამე ნომრისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების თუ ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზე (http://iustitia.gov.ge/ge) შეეძლებათ.

„ვებგვერდის პრეზენტაციასთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის ახალგამოცემული მესამე ნომერიც წარუდგინეს.

ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია" (ლათ. „IUSTITIA") 2021 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა, 2021 წლის სექტემბერში კი, ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცა. ის ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.

სამეცნიერო სტატიების გარდა, „იუსტიციაში" ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

საიტის და ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის, სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024