ვახტანგ კაპანაძე - რუსეთმა მოინდომა დასავლური სტილის ომი, რუსული მენტალიტეტით და რუსული შეიარაღებული ძალებით, ეს არ გამოუვიდა - ვერ გათვალა მსოფლიოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში

რუსეთმა მოინდომა დასავლური სტილის ომი, რუსული მენტალიტეტით და რუსული შეიარაღებული ძალებით, მას ეს არ გამოუვიდა. რუსეთმა ვერ გათვალა მსოფლიოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში,- ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩევლმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

როგორც კაპანაძემ განაცხადა, რუსეთმა სტრატეგიულ დონეზე ომი წააგო და ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გამოვა რუსეთი ამ ომიდან და რა დონემდე მიიყვანენ მის დამარცხებას.

„მძიმე წელია, მაგრამ ამ წელმა დადებითი მოლოდინები გააჩინა. ომმა, მიუხედავად სიმძიმისა, სინათლის სხივი შემოიტანა. ერი, ჯარი და სახელმწიფო, ამათმა ერთობამ გამოიწვია ის, რასაც ვხედავთ უკრაინაში.

თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა გაჭიანურებული ომი. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ეს არის მძიმე ომი. ფაქტობრივად, მესამე თაობის ომში დაბრუნდნენ: ფრონტები, გადაჭიმული ტრანშეები... ბახმუტის ფოტოები და პირველი მსოფლიო ომის ფოტოები რომ შევადაროთ, ერთი და იგივე სურათია. ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ დიდი მასები ომობენ.

რუსეთმა, რომელმაც მოინდომა დასავლური სტილის ომი, რუსული მენტალიტეტით და რუსული შეიარაღებული ძალებით, მას ეს არ გამოუვიდა. რუსეთმა ვერ გათვალა მსოფლიოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში.

რაც არ უნდა რეფორმებზე დაიწყოს საუბარი შოიგუმ, არ შეიცვლება ფაქტი - რუსეთმა სტრატეგიულ დონეზე ომი წააგო. საკითხი არის ის, როგორ გამოვა რუსეთი ამ ომიდან და რა დონემდე მიიყვანენ მის დამარცხებას“,- განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე ისაუბრა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბახმუტს სამხედრო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რუსეთისთვის მან საკრალური დატვირთვა შეიძინა. მისივე თქმით, რუსეთისთვის ბახმუტი გახდა ბერლინი, სტალინგრადი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო