დიმიტრი პესკოვი - გრიპისა და კორონავირუსის მუტაციების გამო, პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს - ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია

გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების” გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების“ გამო, პუტინი კიდევ დიდი ხანი არ ისაუბრებს ჟურნალისტებთან ისე, „როგორც პანდემიამდე“.

„სიმართლე გითხრათ, არა მგონია უახლოეს პერსპექტივაში ის [პუტინის მედიასთან საუბარი] ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც პანდემიამდე იყო… ასეთ პირობებში პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. ამიტომ მოლოდინი, რომ მალე ისევე იქნება, როგორც ადრე, მცდარი იქნებოდა. გიპასუხებთ: არ იქნება”, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, "მიმდინარეობს კორონავირუსის მუტაციის პროცესები და გრიპის სხვადასხვა შტამების ძლიერი ეპიდემიოლოგიური ტალღები”, ამიტომ მათ, ვინც პასუხს აგებს პუტინის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, “უსაფრთხოების ზომები” უნდა მიიღონ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება