ჯანმო ჩინეთისგან კორონავირუსის პანდემიის ქვეყანაში გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთისგან კორონავირუსის პანდემიის ქვეყანაში გავრცელების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოითხოვს, რადგან ჩინეთში დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება.

BBC-ის ინფორმაციით, ჯანმოს სურს, ჰოსპიტალიზაციის, რეანიმირებული პაციენტებისა და გარდაცვლილების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, ინგლისმა, საფრანგეთმა, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ტაივანმა ჩინეთიდან ჩასული მოგზაურებისთვის კორონავირუსის ტესტები კვლავ სავალდებულო გახადეს.

ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, დეკემბერში კორონავირუსს ქვეყანაში 13 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, ჩინეთში კოვიდისგან დღეში 9 ათასი ადამიანი იღუპება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა