ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან სულ 3 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
როგორც ცნობილია, რაკეტები ადგილობრივი დროით 08:00-ზე ჰვანჰაეს პროვინციიდან გაუშვეს და მათ დაახლოებით 350 კილომეტრის დაფარვა შეძლეს.
მათივე მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, რაც კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს.