BBC - დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების თანახმად, მას ანგარიშები საზღვარგარეთის ბანკებშიც ჰქონდა

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა ქვეყნის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა, რომელიც 2015-2020 წლების პერიოდს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტებმა ნათელი მოჰფინა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მის ბიზნეს დანაკარგებს და გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაციას.

ირკვევა, რომ დონალდ ტრამპს არ გადაუხდია ფედერალური გადასახადები 2020-ში, 2016 და 2017 წლებში მან მხოლოდ 750 დოლარი, 2018 წელს კი - 1 მილიონ დოლარამდე გადაიხადა.

ამას გარდა, დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2015-2017 წლებში დონალდ ტრამპს ჰქონდა საბანკო ანგარიშები ირლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში.

დეკლარაციების გამოქვეყნებას წინ უძღოდა ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა, რადგან დონალდ ტრამპი მათ გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებოდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა მისი დეკლარაციების გამოქვეყნება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ში პოლიტიკურ განხეთქილებას.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნებას სთხოვს, პრეზიდენტები, ტრადიციისამებრ, თავიანთ საგადასახადო დეკლარაციებს აქვეყნებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო