თბილისში, ევროპის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი 23:00 საათიდან დაიწყება

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე გალა-კონცერტზე იწვევს.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო, მუსიკალური პროგრამა 23:00 საათიდან 02:00-მდე გაგრძელდება.

„ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00-ზე დიჯეი ანა სიუ გახსნის. 00:00 საათიდან კი, სამ სხვადასხვა სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, New One, ნატო მეტონიძე, Killages, ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, კოტე ყიფიანი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი, The Quintessence, ლიზა ბაგრატიონი, სალიო, დათო გომართელი, ანა დოი, მარიამ როინიშვილი, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ეკა მამალაძე, გიორგი მიქაძე, ნინო მაჩაიძე, ოთო ჯორჯიკია, დუდანა მაზმანიშვილი და ნინო სურგულაძე.

საღამოს გაუძღვებიან წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, ნიკოლოზ წულუკიძე, სალომე არშბა, ლიზა წიკლაური და გიორგი ბახუტაშვილი.

საახალწლო გალა-კონცერტი 02:00 საათამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო