საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეული და მაცივარი გადასცა.

„წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პროკურატურის განმარტებით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში 80-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს და საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო