შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა  უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 70 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია - „საუკეთესო პროექტი“ , რომელიც საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის infohub.rs.ge-ს შექმნისთვის მეთოდოლოგიის, იურიდიული, ანალიტიკური, დავების, მომსახურების, ფინანსური, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების 15 თანამშრომელს გადაეცა.

„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.

დაჯილდოების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, პაატა კილაძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო