შალვა პაპუაშვილი - უპრეცედენტო საერთაშორისო რყევების და კრიზისების მიუხედავად, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ - ეს გვაძლევს იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის მეტი კეთილდღეობის შემქმნელი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქვეყნის მოსახლეობას ახალ, 2023 წელს ულოცავს.

საზოგადოებისადმი საახალწლო მიმართვისას საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ჩვენი სახელმწიფო ერთიანობით და სიმტკიცით ბევრ სირთულეს გაუმკლავდა და ქვეყანამ არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

„ჩემო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას!

დაე, 2023 წელს თითოეული თქვენგანისა და ჩვენი ქვეყნისთვის მოეტანოს გამარჯვებები და ახალი შესაძლებლობები.

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს. ჩვენ საერთო ფესვები და ოჯახები გვაკავშირებს, თანაზიარნი ვართ ერთმანეთის ჭირის და ლხინის. მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ყოველთვის ემოციურია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მინდა მათ მხნეობა, წარმატება და საკუთარ კერაში მალე დაბრუნების სიხარული ვუსურვო.

დამდეგ შობა-ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, ყველას, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდებიან და წლის ნებისმიერ დროს მუხლჩაუხრელად დგანან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე.

დამდეგ 2023 წელს გულითადად ვულოცავ ჩვენი საზოგადოების უხუცეს წევრებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით და განვლილი ცხოვრებით შექმნეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა, და ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომლებიც განსაკუთრებული სიხარულით ეგებებიან ამ სადღესასწაულო დღეებს.

გასული წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა. ერთიანობით და სიმტკიცით გაუმკლავდა ბევრ სირთულეს და არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და დაადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზას. უპრეცედენტო საერთაშორისო რყევების და კრიზისების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის იქნება მეტი დოვლათის და მეტი კეთილდღეობის შექმნის წელი.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას. ფეხბედნიერი იყოს 2023 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თავის მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო