რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სადღესასწაულო დღეებში მოსკოვის თავზე საჰაერო თავდაცვას ამზადებს

მოსკოვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის თითქმის 2 000 სამხედრო მოსამსახურე საახალწლო დღეებში საბრძოლო პოზიციებზე მორიგეობას განახორციელებს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, საახალწლო არდადეგებისა და შაბათ-კვირის პერიოდში საჰაერო თავდაცვისთვის საბრძოლო მორიგეობაზე, საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვის ძალების საჰაერო-სარაკეტო თავდაცვის ჯარების დაახლოებით, 20 000 სამხედრო მოსამსახურე იქნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო-სარაკეტო თავდაცვის ჯარებს მოსკოვისა და რუსეთის ცენტრალური ინდუსტრიული რაიონის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა დაევალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო