ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთს “ისკანდერების” საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა

რუსეთს “ისკანდერების” საერთო რაოდენობის მხოლოდ 11-13% დარჩა, მათი წარმოება კი არ შეუძლიათ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა LB-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დავთვალეთ, რამდენი გვესროლეს, რამდენი ჰქონდათ და რამდენი დარჩათ. მათ „ისკანდერების“, დაახლოებით, 11-13% დარჩათ. საბჭოთა კლასიკური ნორმებით, მათ მარაგი 25-30%-ის დონეზე უნდა შეინარჩუნონ. ისინი უკვე ამ მარაგს იყენებენ. იგივე ხდება „კალიბრების“ თვალსაზრისით“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მანამდე რუსეთი როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ბაზირების „ისკანდერებს“ იყენებდა, ასევე უშვებდა აღნიშნულ რაკეტებს ბელარუსის ტერიტორიიდანაც.

„თუმცა ახლა, როდესაც ვხედავთ, რამდენი და რა ტიპის რაკეტა მოფრინავს ჩვენთან, ვრწმუნდებით, რომ ისინი არ იყენებენ „ისკანდერებს“, რადგან არ შეუძლიათ მათი წარმოება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო