საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

„ცოტაც და შემობრძანდება ახალი, 2023 წელი - მშვიდობის, იმედის, ოცნებების ასრულებისა და წარმატებების წელი. 2022 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო უნივერსიტეტისთვის. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილე აღნიშნა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მეცნიერებმა კი საერთაშორისო მასშტაბების წარმატებებს მიაღწიეს.

მომავალ წელს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ ასწლეულში გადადის.

2023 ყველა ჩვენგანისთვის არის აღორძინებისა და ოპტიმიზმის სიმბოლო, სამეცნიერო მიღწევების პირველი ნაბიჯი ახალ ასწლეულში - წარმატებები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ჩვენს ქვეყანას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, უფლის მფარველობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.“- ნათქვამია დავით გურგენიძის საახალწლო მილოცვაში, რომელსაც სტუ ავრცელებს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა