უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მესაზღვრეებმა კანადური Roshel-ის საბრძოლო ჯავშანმანქანები მიიღეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასეთი ჯავშანმანქანები უკრაინას საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების სახით მიეწოდება.
დეკემბრის დასაწყისის მდგომარეობით, უკრაინას Roshel-ის 100 ჯავშანმანქანა აქვს გადაცემული.