რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

ამასთან, ოდესის ოლქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, ამ ზომების გატარება აუცილებელია ენერგოსისტემაზე დატვირთვის შესამცირებლად. პრევენციული შეზღუდვები ამოქმედდა ხარკოვში, სუმის, მიკოლაივის, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკისა და ჟიტომირის ოლქებში.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციას ცნობით, დედაქალაქსა და ოლქში საჰაერო თავდაცვა ამუშავდა.

ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გამალის განცხადებით, უკრაინის საჰაერო სივრცეში, დაახლოებით, 20 რაკეტაა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დასავლეთ ოლქებისკენ ბევრი რაკეტაა გაშვებული, თუმცა, ზოგიერთი მათგანი უკვე ჩამოგდებულია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო