მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით გილოცავთ ახალ 2023 წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს. მსურს, ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს - გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, 2023 წელი თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ახალ, 2023 წელს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სიახლეების დანერგვას და ისეთი განათლების სისტემის შენებას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ყველას, 2023 წელი ყოფილიყოს წარმატების, წინსვლისა და განვითარების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“ - აღნიშნავს მიხეილ ჩხენკელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს