ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, სტაბილური მომავალი, მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია

გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია.

„გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომმა არამხოლოდ უამრავი ადამიანის ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ, სრულიად ახალი, გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენ რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა. ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამავე მილოცვაში ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წლის დადგომა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც მიულოცა და მათ სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024