ირაკლი ღარიბაშვილი - თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია - ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს

საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩვენი, საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება.

„საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინი დაცულად, ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივით იქმნება და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მე მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს.

თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია. ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი წლის მოლოდინში. ჩვენი, საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა შიდა, თუ გარე დაბრკოლებასა და გამოწვევას, ერთად გავუმკლავდებით ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება, ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამიტომ, მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო