საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამდეგ შობა - ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს დამდეგ შობა - ახალ წელს ულოცავს.

როგორც ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოლოდინი აქვთ, რომ 2023 წელი ბიზნესისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

„2022 ბიზნესისა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა. მიუხედავად რიგი გლობალური და რეგიონული გამოწვევისა, ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეძლო, რამაც შედეგად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო მოიტანა. ეს უკანასკნელი კი დადებითად აისახა ქვეყანაში ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე. ძლიერი ბიზნესი და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა კი საბოლოო ჯამში აუცილებლად გახდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის საფუძველი.

განვლილი წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვისაც, რომელიც, როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველი წამყვანი ინსტიტუცია, მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაძლიერდა. სხვა რიგ წარმატებებთან ერთად, ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდნენ ახალი, სხვადასხვა დარგებში მოღვაწე ძლიერი კომპანიები და ამ ნიშნითაც ასოციაციის წევრების წლიური ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზე დაფიქსირდა 2010 წლის შემდგომ.

ველით, რომ 2023 წელი ბიზნესისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება!

სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო