ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე - ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, ძალიან ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან

ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, ძალიან ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ისინი ეშმაკის მხარეს არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რუსეთის სარაკეტო თავდასხმა - ეს წლის შედეგი არ არის, როგორც არ უნდა უნდოდეთ ტერორისტებს, ეს თავად რუსეთის ბედის შედეგია. ტერორისტი სახელმწიფო არ მიიღებს პატიებას, ხოლო ისინი, ვინც ასეთი იერიშების ბრძანებებს გასცემენ, ვინც ახორციელებს - შეწყალებას არ მიიღებენ, რბილად რომ ვთქვათ. წინასაახალწლო დღეს სარაკეტო დარტყმების რამდენიმე ტალღა, ხალხის წინააღმდეგ რაკეტები - ეს არაადამიანებმა გააკეთეს. არაადამიანები წააგებენ! ტერორისტები ამას ვეღარ შეცვლიან! აღდგომაზე აკეთებდნენ ასეთ დარტყმებს, შობაზე, ახალ წელს. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს ეძახიან, ძალიან ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ისინი ეშმაკის მხარეს არიან”, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსულ ენაზე რუსებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტერორს მსოფლიოში არავინ არ აპატიებს.

„მთელი ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, თქვენ - რუსეთი, ის ნატო-ს წინააღმდეგ არ არის, როგორც თქვენი პროპაგანდისტები იტყუებიან, ის რაღაც ისტორიულისთვის არ არის, ის იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩეს. ხოლო რა დარჩება თქვენგან, რუსეთის მოქალაქეებო - მას არ ადარდებს… უკრაინა არასდროს აპატიებს და თქვენ თავადაც არ აპატიებთ მას ამ ყველაფერს - რასაც გაანადგურებს და ყველას, ვისაც მოკლავს”, - თქვა ზელენსკიმ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი