უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად  140 მებრძოლი, მათ შორის, მარიუპოლის  და „ზმეინის“ კუნძულის დამცველები დაიბრუნა

მორიგი ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინამ 140 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“ეს მორიგი დიდი გაცვლაა, რომლის განხორციელება შევძელით - 140 ადამიანი ბრუნდება სახლში, მათ შორის - დაჭრლიები, ასევე მარიუპოლის, “ზმეინის” კუნძულის დამცველები, ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეები სლავუტიჩდან, მათ შორის მამები და შვილები, რომლებიც ერთად იმყოფებოდნენ ტყვედ, ასევე ჩვენები ბახმუტის მიმართულებიდან”, - წერს ერმაკი.

როგორც მან აღნიშნა, რომ დაბრუნებულ სამხედროებს შორის 82 პირი უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან არის, 15 - ტერიტორიული თავდაცვიდან, 22 - ეროვნული გვარდიიდან, 11 - სამხედრო-საზღვაო ძალებიდან და 10 - სასაზღვრო სამსახურიდან. მათ შორის არის 132 მამაკაცი და 8 ქალი, 22 ოფიცერი და 118 სერჟანტი და ჯარისკაცი.

„ახალ წელს ჩვენ არა მხოლოდ მტრის სარაკეტო დარტყმებს ვიგერიებთ, არამედ, ჩვენ ხალხსაც ვაბრუნებთ”, - წერს ერმაკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო