ნიკა მელია - საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზეა, როცა არჩევანის კეთება უწევს მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს შორის - 4 იანვარს გამოვალთ თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში

საქართველოსათვის, ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც მელია აღნიშნავს, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად 8 ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართება.

2022 წელი იყო ერთ-ერთი უმძიმესი წელი საქართველოსა და მისი მეგობარი უკრაინისთვის.

„ეს წელი უკრაინისთვის შევა ისტორიაში, როგორ ბრძოლის, მედგრად დგომისა და გამარჯვებისკენ სვლის წელი, ხოლო საქართველოსათვის, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი.

2023 წელი უნდა დავიწყოთ სოლიდარობით და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით!

სწორედ ამიტომ, სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18:00 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!“- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო