ილია მეორე - ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი - ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

როგორც პატრიარქმა მიმართვაში აღნიშნა, ადამიანისა და ერის მომავალი მშვიდობიანი უნდა იყოს.

"დაგვიდგა ახალი წელი. დღეს, ჩვენ გვესმის დავით მეფის წინასწარმეტყველის სიტყვები „მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას. რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024