საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი - 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის

გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი ძრავები - აშშ, ევროპა და ჩინეთი - ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

„ახალი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის წელი, რომელსაც უკან ვტოვებთ. რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა - აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი - ერთდროულად განიცდიან ეკონომიკურ ვარდნას”, - აღნიშნა გეორგიევამ.

მისი თქმით, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს, სავარაუდოდ, გლობალური ზრდის დონეზე ან მის ქვემოთ იქნება.

„ჩვენ ველით, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის“, - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.

ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეამცირა. მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უკრაინის ომი, ინფლაციური ზეწოლა, ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სხვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო