რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.

„ახალი წელი მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, მის ხალხს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში იღწვიან საქართველოს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებისთვის. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განსაკუთრებული სექტორია და მის სტაბილურ და მდგრად განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდა და სტაბილურობა“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს, ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში, ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

მათივე ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს, რომეო მიქაუტაძესთან ერთად, ახალი წელი მიულოცეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა