“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2 იანვარს, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ აღნიშნულთან დაკავშირებით 2 იანვარს, დღის 12:10 საათიდან საღამოს 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის და ალექსეევკის დასახლებებს, თვალჭრელიძის, ღლონტის, ფრანგულიანის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო