ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ბენედიქტ XVI-ის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ათასობით კათოლიკე შეიკრიბა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული ემერიტუსი პაპის, ბენედიქტ XVI-ის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ათასობით კათოლიკე რიგში დგას.

როგორც მედია წერს, ზოგიერთი მორწმუნე იმედოვნებს, რომ ყოფილ პაპს წმინდანად შერაცხავენ.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ვატიკანს დღეში სულ მცირე 35,000 ადამიანი ეწვევა, რათა პატივი მიაგონ ბენედიქტ XVI-ის ხსოვნას.

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, საკურთხევლის წინ დასვენებულ ყოფილ პონტიფიკოსს პატივი უკვე მიაგო იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.

შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ვატიკანის მონასტრიდან დღეს დილის 7 საათზე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს, სადაც ის სამი დღით იქნება დასვენებული. ყოფილ პონტიფიკოსს ხუთშაბათს დაკრძალავენ. მესას პაპი ფრანცისკე აღავლენს.

ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც წმ. პეტრეს კათედრიდან გადადგა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო