იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არ აპირებს თავის მთავარ მიზანზე - უკრაინაზე კონტროლის დამყარებაზე უარის თქმას

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმაა აუცილებელი.

„როგორც თქვენ შენიშნეთ, რუსეთი არ აპირებს თავის მთავარ მიზანზე - უკრაინაზე კონტროლის დამყარებაზე უარის თქმას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის არმიის წარმატებებმა არ უნდა შეუქმნას კიევს გარდაუვალი გამარჯვების მცდარი განცდა.

"უკრაინის ჯარები უკვე რამდენიმე თვეა კონტრშეტევას ახორციელებენ, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი მობილიზებულია და შეავსო სამხედროების რიგები, მობილიზებულთაგან ბევრი ახლა წვრთნებს გადის. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და ახალი შეტევის შესაძლო მცდელობისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინას უკიდურესად სჭირდება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა.

„ჩვენ უნდა გავუწიოთ უკრაინას მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი გზაა დაარწმუნოს რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც ევროპის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, პირობები, რომლითაც მშვიდობა დადგება უკრაინისთვის დამოკიდებულია ბრძოლის ველზე.

"ომების უმეტესობა სამშვიდობო მოლაპარაკებებით მთავრდება. დიდი ალბათობით, ასე იქნება ამ ომის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პირობები, რომლითაც მშვიდობა დადგება უკრაინისთვის, მთლიანად დამოკიდებულია ძალების ბალანსზე ბრძოლის ველზე", - დასძინა გენმდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო