რუსეთის საგარეო უწყება - უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთანავე იაპონიის მთავრობა რუსოფობიურ კამპანიას შეუერთდა - მათთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დიალოგი შეუძლებელია

იაპონია არ ტოვებს ანტირუსულ კურსს, ამიტომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ნებისმიერი დიალოგი შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„აბსოლუტურად აშკარაა, რომ შეუძლებელია ასეთი დოკუმენტის [სამშვიდობო ხელშეკრულების] ხელმოწერის განხილვა იმ ქვეყანასთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციას იკავებს, წარმოთქვამს პირდაპირ მუქარას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ტოკიომ შესაძლოა გადახედოს თავის ანტირუსულ პოლიტიკას და ასევე ვერ ვხედავთ არსებული სიტუაციის გამოსწორების მცდელობებს”, - აღნიშნა რუდენკომ.

მისი თქმით, ადრე რუსეთი აწარმოებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან მშვიდობის, მეგობრობისა და მეზობლობის შესახებ სრულფასოვანი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც მოიცავს მითითებებს რუსეთ-იაპონური ურთიერთობების მთელი სპექტრის დაჩქარებული განვითარებისათვის.

„უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისთანავე კიშიდას ადმინისტრაცია აქტიურად შეუერთდა დასავლეთის მიერ ორკესტრირებულ რუსოფობიურ კამპანიას, რითაც გაანადგურა წლების განმავლობაში დაგროვილი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შედეგები“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში