დევნილთა სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დევნილ ოჯახებს ესტუმრა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი მხეიძე მათ საცხოვრებელი პირობებს გაეცნო და შობა-ახალი წელი მიულოცა.

„საჯაიებისა და რურუების აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წელს გადასცა. მათ, ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებლები არ ჰქონდათ და ქირით ცხოვრობდნენ. წელს კი პირველად შეხვდნენ ახალ წელს საკუთარ სახლებში.

როგორც ირაკლი მხეიძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ბინები და სახლები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო