გიული ალასანია - ჩემი შვილი დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა, გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი კლინიკიდან

გუშინდელთან შედარებით, ჩემი შვილი დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი აქედან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს.

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს.

„ადრეც ამავე აზრზე ვიყავით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლო განხილვა, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს,“ - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ხვალ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, ის საპროტესტო აქციებს მიესალმება და მას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო