ნიკა მელია - 4 იანვარს, 18:00 საათზე გელოდებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და თბილისში - მშვიდობის ხიდზე - ქვეყნის განვითარება და მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი

ხვალ, 4 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოქალაქე, განურჩევლად პარტიული, პოლიტიკური მრწამსისა, მიიღებს მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. აქ იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, რამეთუ ისინი აცნობიერებენ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ყველას გელოდებით,საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და თბილისში - მშვიდობის ხიდზე, 18:00 საათზე”- აღნიშნავს მელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო