ლევან ხაბეიშვილი - არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციამ ააღელვა ვინმე? მშვიდობის ხიდს ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ესაა პრობლემა? - სადაც გაუხარდებათ, იქ შეუერთდნენ ინიციატივას, ჩვენ ორ ლოკაციაზე ვუერთდებით

არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციის დაანონსებამ ააღელვა ვინმე? ტურისტულ ზონაში, „მშვიდობის ხიდზე“ აქციას ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ეს არის პრობლემა? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრენსიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აქციების შესახებ ინიციატივას მხარდამჭერებთან ერთად ორ ლოკაციაზე შეუერთდება.

„ფეიგინის საერთაშორისო ინიციატივას ვეხმაურებით ორ ლოკაციაზე - ივანიშვილის სახლთან, შეკვეთილში და კანცელარიასთან - მსვლელობით ბიძინას სახლთან თბილისში. არ მესმის, ბიძინას სახლთან აქციის დაანონსებამ ააღელვა ვინმე? ტურისტულ ზონაში, მშვიდობის ხიდზე აქციას ივანიშვილის სახლი რომ ვარჩიე, ეს არის პრობლემა?

სადაც გაუხარდებათ, იქ შეუერთდნენ ადამიანები ფეიგინის ინიციატივას, ჩვენ კი ამ ორ ლოკაციაზე ვუერთდებით“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს მხოლოდ ორ ლოკაციაზე შეუერთდება, თბილისში კი მხარდამჭერებთან ერთად აქციას სხვა ადგილზე გამართავს, პარტიაში გამოეხმაურნენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, „პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ“. პარტიაში განმარტავენ, რომ 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო