კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილი 4 იანვარს დაგეგმილ აქციებს უყურებს, როგორც დიდ საერთაშორისო აქციას, მადლობელია ყველა ადამიანის, ვინც მის მხარდასაჭერად მივა მსოფლიოს დიდ ქალაქებში და საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმშია, რაც საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ კლინიკა "ვივამედთან", საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის მძიმე. აღენიშნება ისევ ტემპერატურა 38-მდე. მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმში არის ეს ადამიანი ყოველდღიურად. ეს მდგომარეობა საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის, ყველა მოქალაქის სრული კონსოლიდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი 4 იანვარს დაგეგმილ მის მხარდამჭერ აქციას უყურებს როგორც „დიდ საერთაშორისო აქციას".

„ინფორმირებული არის და უყურებს ამას, როგორც დიდ საერთაშორისო აქციას და მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც გამოიჩინა ინტერესი და ვინც ხვალ, მის მხარდასაჭერად მივა მსოფლიოს დიდ ქალაქებში და საქართველოში სხვადასხვა ლოკაციაზე," - აღნიშნა ნაყოფიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო