გიორგი ბოტკოველი - არ ვფიქრობ, რომ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე გავრცელდა, ეს არის პარტიის პოზიცია - მეც წარმოვადგენ პარტიას და ეს არ არის ჩემი პოზიცია

მე არ ვფიქრობ, რომ რაც პარტიის გვერდზე გავრცელდა, ეს არის პარტიის პოზიცია - აქციების დაანონსებას პირველ რიგში სჭირდებოდა შეკრება და მერე გადაწყვეტა, თუ როგორი აქციები უნდა დაგვეგეგმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ის მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას დაესწრება.

„მე არ ვფიქრობ, რომ რაც პარტიის გვერდზე გავრცელდა, ეს არის პარტიის პოზიცია. მეც წარმოვადგენ პარტიას და ეს არ არის ჩემი პოზიცია, რაც პარტიის ვებ-გვერდზე გავრცელდა. ვფიქრობ, აქციების დაანონსებას პირველ რიგში სჭირდებოდა შეკრება და მერე გადაწყვეტა, თუ როგორი აქციები უნდა დაგვეგეგმა. ვფიქრობ, ამას სჭირდება კონსოლიდირებული აქცია, სადაც იქნებოდა ძალიან ბევრი ადამიანი და იმ მნიშვნელოვან აქციას შეუერთდებოდნენ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ტარდება. კომუნიკაცია პირადად ჩემთან არ ყოფილა. როცა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ორი-სამი კვირის წინ შეგვკრიბა, ვიმსჯელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ, ახლა ასეთი შეკრება არ შემდგარა“,-განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს მხოლოდ ორ ლოკაციაზე შეუერთდება, თბილისში კი მხარდამჭერებთან ერთად აქციას სხვა ადგილზე გამართავს, პარტიაში გამოეხმაურნენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, „პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ“. პარტიაში განმარტავენ, რომ 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 ლოკაციაზე.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა