რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელ კვარტალში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობა და წყალმომარაგების ობიექტი დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

„რუსებმა კურახოვოს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს - მათ საცხოვრებელ უბანს დაარტყეს, წინასწარი ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა. ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს კირილენკო.

მისი თქმით, დონეცკის მთელი ოლქი საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მან მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს