ემანუელ მაკრონი - უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე

უკრაინას ახლა, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი დგება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე”, - დასძინა მაკრონმა.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება “ეგზისტენციალურია” ევროპისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ცნობისთვის, თავის საახალწლო სიტყვით გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარიზი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს.

“მომავალი წლის განმავლობაში ჩვენ უცვლელად თქვენს მხარეს ვიქნებით. ჩვენ გამარჯვებამდე დაგეხმარებით და ერთად ავაშენებთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. გქონდეთ საფრანგეთის იმედი და გქონდეთ ევროპის იმედი”, - თქვა მაკრონმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება