სერგეი გაიდაი -  მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან, მიმდინარეობს სამოქალაქოების დახვრეტა. ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

“ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები სამოქალაქოებს ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დახვრიტონ, თუ მოეჩენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება”, - თქვა გაიდაიმ.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ციხეში უშვებენ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

გაიდაის თანახმად, ყოველი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გაიყვანეს.

“გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაყავთ ლუგანსკში და იქ ციხეში სვამენ. არის ინფორმაცია, რომ 10-15 სამოქალაქოს ამა თუ იმ სოფლიდან იჭერენ და გაყავთ, ასეთი ფორმით აშინებენ ადგილობრივებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაეხმარონ… ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან”, - განაცხადა გაიდაიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო