პოლონეთი აცხადებს, რომ გერმანიამ მეორე მსოფლიო ომისთვის რეპარაციების შესახებ ნოტა უარყო

გერმანიამ მეორე მსოფლიო ომისთვის რეპარაციების შესახებ პოლონეთის ნოტა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი გასცა პოლნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 28 დეკემბრის ნოტას რეპერაციების შესახებ, რომელიც ვარშავამ სამშაბათს მიიღო.

“გერმანიის მთავრობის განცხადებით, რეპარაციებისა და სამხედრო რეპარაციების საკითხი დახურული რჩება და გერმანიის მთავრობა არ აპირებს ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებას”, - წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო უწყების თანახმად, პოლონეთის მთავრობა “გააგრძელებს ძალისხმევას პრეტენზიების დასარეგულირებლად, როლებიც 1943-1945 წლებში გერმანული ოკუპაციის შედეგად გაჩნდა”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო