შალვა პაპუაშვილმა თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალური სახლისა და შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერის“ ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერას“ ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პაპუაშვილმა სოციალური სახლისა და პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცა.

პანსიონატ „თაობათა კერის“ დამფუძნებელმა, ქეთევან ლეკვეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დახმარებას და ყურადღებას იმიტომ, რომ ჩვენი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველები არიან და ყველას გვერდში დგომა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ლეკვეიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერაში“ იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი და გიორგი ხელაშვილი, ასევე სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო