ივანე ჩხაიძე - ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის

ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს - ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსი, გრიპი კი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება. ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

პედიატრიულ სტაციონარებში მიმართვიანობის პიკი იყო დეკემბრის დასაწყისში, ახლა იმ ფარგლებშია, რომელშიც უნდა იყოს. ბავშვების სტაციონარში განთავსების პრობლემა არ არის. ყველას ბავშვი იღებს ამ სერვისს, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა