მიხეილ ჩხენკელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, მსურს, უდიდესი პატივისცემით გულითადად მოგილოცოთ ღირსშესანიშნავი თარიღები – აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილე.

თქვენ უკვე მრავალი წელია ერის სულიერ აღმავლობაზე ზრუნვით გვატარებთ ჭეშმარიტების გზაზე და თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითს წარმოადგენთ.

ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობის, ერის განათლებისა და ქვეყანაში კეთილდღეობისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ საიუბილეო თარიღებს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა