ივანე ჩხაიძე - 2023 წელს შეიძლება ჯანმო-სგან მოვისმინოთ, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება

გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს შეიძლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოვისმინოთ, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება, ის არსად გამქრალა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ვირუსების გავრცელების ჯამურ რაოდენობაში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9.8% არის, დაახლოებით 10%. ანუ, 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შესაძლებელია გახდეს ისეთივე სეზონური, როგორც გრიპის ვირუსი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს ამას.

გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელს შეიძლება მოვისმინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. ის იქნება, იცირკულირებს, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი და შევეჩვევით. ვაქცინაციის საშუალებით შევებრძოლებით, როგორც გრიპის შემთხვევაში.

წლევანდელი წელი შეიძლება გამორჩეული იყოს, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა ზამთრის პერიოდში იყო მოცირკულირე ვირუსებს შორის ერთ-ერთი და არა წამყვანი“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო