ჯო ბაიდენი 13 იანვარს, თეთრ სახლში, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან 13 იანვარს, თეთრ სახლში მოლაპარაკებებს გამართავს. საუბრის თემა იქნება ჩრდილოეთ კორეა, უკრაინა, დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის, ისევე როგორც „თავისუფალი და ღია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი“. ამის შესახებ ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლიდერები განიხილავენ რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, მათ შორის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების უკანონო პროგრამებს, რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აღნიშნა თეთრმა სახლმა.

იაპონიისა და ამერიკის ლიდერებს შორის საუბრის თემა იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც იქნება.

თეთრი სახლის განცხადებითვე, ბაიდენი ოფიციალური ტოკიოს მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართ სრულ მხარდაჭერას დაადასტურებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო