ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, სააკაშვილის გადასარჩენად მოსახლეობის მეტი აქტიურობაა საჭირო.

„ექიმები მოვითხოვთ, ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას. პაციენტი ხელში გვაკვდება. მოსახლეობასაც მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებთ. დავიცვათ პრეზიდენტის უფლებები!“ - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მანანა ჯებაშვილი.

ადგილზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, ბოლო მოვლენებმა ყველას აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ გვეყოფა პრეზიდენტების მოკვლა. ისტორია არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ქვეყანას ევროპის ოჯახში დაიკავოს ადგილი. ბოლო მოვლენებმა ყველას დაანახა, რა მძიმე მდგომარეობაშია მიშა, ჩემი ძმა, ჩვენი ძმა. მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის, ამაზე დაიდო კონსილიუმების დასკვნაც. დღევანდელმა დღემ უნდა აჩვენოს მსოფლიოს საით მივდივართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჰუმანური ხალხი ვართ, კაცთმოყვარე, ჩვენ გვჯერა დღევანდელი დღის, ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო