„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს, 4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. რეაბილიტაციის შედეგად მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის და ჩუღურეთი რაიონის 130 000 - ზე მეტ აბონენტს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბელის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს; ღვინის აღმართს, ოქროყანას დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩღურეთის რაიონში: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, დიღმის მასივის II, III, IV,V კვარტლებს, ლუბლიანას, ჩაჩავას, გოგიბერიძის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N45-თან წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 5 იანვრის 00:00 საათიდან 5 იანვრის დილის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო