იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III ილია მეორეს 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილესა და აღსაყდრების 45 წლისთავს ულოცავს.

„უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლესობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, თქვენს სასურველ უნეტრესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით.

ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენის ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით.

ვლოცულობთ, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად „საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს „ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ“, - ნათქვამია იერუსალიმის პატრიარქის მისალოც წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა